top of page

თეატრის შესახებ

მესხეთის თეატრის ისტორია 1874  წლიდან იწყება. წლების განმავლობაში იგი მრავალჯერ იცვლიდა სტატუსს, ხოლო 1967 წლიდან მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწოდა.

თეატრი ყველა სეზონზე მაღალი შემოქმედებითი ავტორიტეტის მქონე რეჟისორების მიერ 6-7 საპრემიერო სპექტაკლს ამზადებს.

მესხეთის თეატრს მრავალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალებიდან უმაღლესი ჯილდოები აქვს მიღებული. იგი მთელი თავისი არსებობის მანძილზე ხშირად მართავდა გასტროლებსროგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში, რასაც დიდი აღიარება და პოპულარობა მოსდევდა.

მესხეთის სახელმწიფო თეატრის უმთავრესი განმასხვავებელი ღირსება მთელი თავისი არსებობის მანძილზე იყო და არის ახალგაზრდული შემართება და ენთუზიაზმი.  დაარსების დღიდან დღემდე თეატრში არ შეწყვეტილა შემოქმედებითი პროცესი. თეატრის რეპერტუარშია როგორც მსოფლიო და ქართული კლასიკური, ისე თანამედროვე მწერალთა ნაწარმოებები.

თეატრი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს ეროვნული დრამატურგიის ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობს 20-25  წამყვანი თეატრალური კოლექტივები.

თეატრის დირექტრი ირაკლი ათუნაშვილი

 

დაიბადა 1977 წლის 18 მარტს, ქალაქ ახალციხეში.

პროფესია -სამართალმცოდნეობა

 

დაოჯახებული. ყავს მეუღლე და  ორი შვილი

1452844153_lia-suluashvili (1).jpg

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი –

ლია სულუაშვილი

განათლება: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა  და კინოს    სახელმწიფო   უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტურულ- საგანმანათლებლო სასწავლებელი -სამსახიობო ფაკულტეტი.

1994 წლიდან  2013 წლამდე თეატრის დირექტორი.  2013 წლიდან დღემდე მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

როგორი იქნება მესხეთის თეატრი რეაბილიტაციის შემდეგ

თეატრის თანამშრომლები

ნიკოლოზ ათუნაშვილი- მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის იურისტი
მაია გელაშვილი -მთავარი ბუღალტერი
ჟუჟუნა ლომიძე-ბუღალტერი
შალვა ტაბატაძე- ადმინისტრატორი
მარინე გვირჯიშვილი- შესყიდვების სააგენტოს კოორდინატორი
ნესტანი აფრიამაშვილი-კანცელარიის გამგე
ელენე კვესელავა- სადადგმო ნაწილის გამგე
ნანა ყორანაშვილი- კოსტიუმების მხატვარი
ლელა ფერაძე- მხატვარ-სცენოგრაფი
ლარისა მალხასიანი- ტექნიკური რეჟისორი
ანზორ დალალიშვილი-სამეურნეო ნაწილის გამგე
ნაზიბროლა ბარძიმაძე- გარდერობის გამგე
ზაირა გაჩეჩილაძე- საწყობის გამგე
ნანა ღვალაძე-რეკვიზიტორი
ირმა კოვზიაშვილი-გრიმიორი
თამთა ინასარიძე- მკერავი
მამუკა ტაბატაძე-მთავარი გამნათებელი
ბექა ჯანაშვილი- ხმის ოპერატორი

ნათელა მიქელაძე-კონტროლიორი

bottom of page