top of page

ლია სულუაშვილი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მესამედ დააჯილდოვეს

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმმა, \"წლის საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლისთვის\" დააჯილდოვა.

დაჯილდოვების ღონისძიება გუშინ, 14 იანვარს - ქართული თეატრის დღეს, ჭიათურის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.



მესხეთის დრამატულ თეატრს კონურსზე ორი სპექტაკლი: დათო ჩხარტიშვილის „ყოფილების სარეცელი“ და გიორგი შალუტაშვილის ,,მშვიდი ღამე" ქონდა წარდგენილი.



„საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლი“, ლია სულუაშვილს სპექტაკლში „მშვიდი ღამე“ დედის როლის შესრულებისთვის ერგო.



„ძალიან სასიამოვნო განცდაა, როდესაც მესხეთის თეატრიდან სახელდება ასეთ მაღალ ჯილდოზე პიროვნება. მე ვიქნებოდი ეს თუ სახვა, ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა, ეს არის თეატრის და ჩვენი ქალაქის გამარჯვება“, – ამბობს ლია სულუაშვილი.



„საუკეთესოდ შესრულებული მამაკაცის როლი“, თელავის თეატრის მსახიობმა ვანო იანტბელიძემ მიიღო.



შეგახსენებთ, რომ „საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის“ ლია სულუაშვილი 2015 წლის 22 მაისს გორში, „გიორგი ერისთავის სახელობის კომედიის ფესტივალზეც“ დააჯილდოვეს.



ფესტივალზე მესხეთის თეატრს სპექტაკლი „აივანი“ ჰქონდა წარდგენილი. ლია სულუაშვილი სპექტაკლის მთავარი გმირის, „ფერმონიას“ როლს ასრულებდა. მას დიპლომი და ფულადი ჯილდო გადაეცა.



ლია სულუაშვილმა "ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" "პელაგიის" როლზე ჯილდო მიიღო პირველ თეატრალურ ფესტივალზეც.




[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]

2 views0 comments
bottom of page