top of page

როგორი იქნება რეაბილიტირებული მესხეთის თეატრი - ფოტოები

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეაბილიტაციისთვის კულტურის სამინისტრომ 14 140 000 ლარი გამოყო.


მესხეთის თეატრში მოეწყობა ორი დარბაზი. მცირე დარბაზი  100, ხოლო დიდი დარბაზი 500 მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი. სრულად განახლდება როგორც თეატრის შიდა სივრცე, ისე შენობის ფასადი, მოპირკეთდება თეატრის ეზოც. თეატრში საგასტროლოდ, სამუშაოდ ჩასული რეჟისორებისა და მსახიობებისთვის მოეწყობა რვა სასტუმრო ოთახი, შენობა სრულად აღიჭურვება გათბობა-გაგრილებისა და სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. თეატრს ასევე ექნება თავისი კაფე, რომელიც თავის მხრივ უმასპინძლებს შემოქმედებით პროექტებს.









თეატრის რეაბილიტაცია 2023 წელს დაიწყო და 2025 წლის დასაწყისში დასრულდება.






15 views0 comments

Comments


bottom of page