მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი საბერძნეთის დედაქალაქს, ათენს ეწვევა და 2 ივნისს თეატრ “არგოში” სპექტაკლს გამართავს.
" მშვიდი ღამე"- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის რეჟისორი, გიორგი შალუტაშვილია. წარმოდგენაში ორი მსახიობი მონაწილეობს.
თეატრალური დასის მასპინძელია “ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი” , მხადამჭერი, კი საბერძნეთში, საქართველოს საელჩო.
სპექტაკლი ორ პერსონაჟზე, დედა - შვილზე გვიყვება. სიუჟეტი მოხუცთა თავშესაფარში ვითარდება. შობის წინა საღამოს ლეო დედის მოსანახულებლად მოხუცთა თავშესაფარში მიდის. დედას წელიწადში ერთხელ, ყოველ შობას აქვს ოჯახის წევრების - შვილის, რძლისა და შვილიშვილების მონახულების შესაძლებლობა, დარჩენილი დროის გატარება, კი თავშესაფარში უწევს. ძირითადი მიზეზი, რის გამოც დღის წესრიგში დადგა თავშესაფრის აუცილებლობა, ლეოს საცხოვრებელი ფართის სიმცირე და რძალ-დედამთილს შორის უთანხმოება იყო. შვილის ხილვით გახარებული დედა გასამგზავრებლად ემზადება, თუმცა ირკვევა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად შობის გატარება თავშესაფარში მოუწევს. დედა ვერ ეგუება თავშესაფარში ცხოვრებას და შობიდან შობამდე ოჯახის წევრების მონახულების იმედით ცოცხლობს. კიდევ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც დასრულდება შვილის საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოები და მისთვისაც მოიძებნება დასარჩენი ადგილი!
წარმოდგენა 14:00 საათზე დაიწყება.
Comments