ემოციებით სავსე დავბრუნდით საქართველოში. მესხეთის თეატრის სპექტაკლმა „მშვიდი ღამე“ ათენში ანშლაგით ჩაიარა!
სავსე დარბაზი, გულწრფელი ემოციები და ოვაცია, რომელიც სპექტაკლის შემდეგ არ წყდებოდა , ძალიან ამაღელვებელი იყო. მადლობას ვუხდით ათენის „ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის” ხელმძღვანელს, ქალბატონ ნანა თევდორაძეს.
მადლობა თქვენ, საბერძნეთში მცხოვრებო ქართველებო. თქვენმა ყოფნამ ჩვენი საღამო კიდევ უფრო ემოციური გახადა. გისურვებთ სამშობლოში მალე დაბრუნებას! დაბრუნებულებს კი ჩვენს ულამაზეს მხარეში გიმასპინძლებთ, შევხვდებით მესხეთის ახლადრეაბილიტირებულ თეატრში !
Comments