საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ქუთაისში იმყოფებოდა. მინისტრმა ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა გამართა კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, სახელმწიფო თეატრების დირექტორები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.
ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და განიხილეს თეატრების სამომავლო განვითარების გეგმები, პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. თეა წულუკიანმა უშუალოდ სამხატვრო ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია თითოეულ თეატრში არსებული მდგომარეობის შესახებ და კვლავ მხარდაჭერა აღუთქვა თეატრალურ სფეროს.
სამუშაო შეხვედრაზე კულტურის მინისტრმა ისაუბრა სახელმწიფო თეატრების შემოსავლების გაზრდის აუცილებლობის შესახებ 2025 წლიდან.
თეა წულუკიანმა ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე მასშტაბური ქართული ფესტივალის შესახებაც ისაუბრა, წლევანდელ საფესტივალო პროგრამაში მონაწილე თეატრების აქტივობები მიმოიხილა და განვლილი საფესტივალო კვირების მონაწილეთაგან შთაბეჭდილებები მოისმინა. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები და ახალი იდეებიც გაჟღერდა.
Comments