ტენდერი მესხეთის თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის
- Lola Khubua
- Jan 21, 2024
- 1 min read

მესხეთის დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის ტენდერი მეორედ, 14 352 703 ლარზე გამოცხადდა. განცხადებების მიღება 17 ივლისს დაიწყება და 24-ში დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. მესხეთის თეატრის დირექტორის ირაკლი ათუნაშვილის განცხადებით, სატენდერო კომპანიები გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა მოხდეს მათთან ხელშეკრულების გაფორმება.
Comments