top of page

მესხეთის თეატრი რუმინეთში, ქალაქ ორადიაში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა

მესხეთის სახელმწიფო თეატრი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა. მაყურებელს წარუდგინეს სპექტაკლი: „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“.

წარმოდგენამ ჟიურის და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლის რეჟისორი: რადუ გილასია. პიესის ავტორი: დიმიტრი დინევი სპექტაკლში მონაწილეობენ: ლექსო ჩემია, ანი ხუბუტია, მალხაზ შაყულაშვილი.

ორადიას საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რუმინეთის ამავე სახელწოდების ქალაქში წელს მერვედ გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობენ თეატრები რუმინეთიდან, იაპონიიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან და პოლონეთიდან. გამოვლინდებიან გამარჯვებულები რამდენიმე კატეგორიაში.

მათ შორის დასახელდება: „საუკეთესო სპექტაკლი“; „საუკეთესო რეჟისორი“; „საუკეთესო სცენოგრაფი“; „საუკეთესო კაცი მსახიობი“; „საუკეთესო ქალი მსახიობი“.

ფესტივალის მიზანია თეატრალურ ხელოვანთათვის სივრცის გახსნა, დრამატული შემოქმედების მხარდაჭერა, ასპარეზის მიცემა რუმინული და უცხოური თეატრებისთვის. ასევე რუმინელ და უცხოელ მსახიობებს შორის გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური იდეების წახალისება რუმინეთში, ქალაქ ორადიაში, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს 1 ივნისს გაიხსნა და 11 ივნისს დაიხურება. ორადიას საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი პირველად 2013 წელს ჩატარდა.





0 views0 comments

Comments


bottom of page