ლია სულაშვილი
1967 წლიდან დღემდე, ლია სულუაშვილს 150-მდე მთავარი და არა მთავარი როლის აქვს შესრულებული მესხეთის დრამატული თეატრის სცენაზე!
მიღებული ჯილდოები
1997 წელს ღირსების ორდენი.
-
1985 წელს წელს წარჩინებული პედაგოგის მედალი.
-
1983, 1988, 2015 და 2016 წელს პირველი ხარისხის პრემიები ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.
-
სხვადასხვა წლებში ხუთგზის საბავშვო საერთაშორისო ფესტივალების ოქროს მედლისა და გრან-პრის პრიზიორი.
-
2009 წელს ვერიკო ანჯაფარიძის პრემიის ლაურეატი.
-
2015 წელს კომედიის ფესტივალის დიპლომი - ნომინაცია: საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის - სპექტაკლში ,,აივანი“
-
2016 წელს საქართველოს შემოქმედებითი კავშირისპრემია ,,საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლი“ - სპექტაკლში ,,მშვიდი ღამე“.
-
2017 წელს თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის და თეატრის კრიტიკოსთა კავშირის დიპლომი ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
-
2017 წელს ფოთის საერთაშორისო ფესტივალის დიპლომი რეგიონალური თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
-
2019 წელს სესილია თაყაიშვილის სახელობის პრემია.
სამუშაო გამოცდილება:
-
1990 წლიდან თსუ მესხეთის ფილიალში ახალგაზრდული სპექტაკლების, ლიტერატურული საღამოების, სტუდენტური დღეების და სხვა ღონისძიებების სცენარისტი და რეჟისორი.
-
1970 წლიდან ახალციხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში საბავშვო თეატრის დამაარსებელი. დღემდე მუშაობს რეჟისორ-პედაგოგად.
-
1978-80 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონის სკოლების ღონისძიებების ორგანიზატორად.
-
2005 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტის ,,რეპატრიაციიდან - ინტეგრაციამდე’’ - ფარგლებში, ქართული ფოლკლორის და პოეზიის შემსწავლელი ჯგუფის პედაგოგად.
-
რეგიონში კულტურული ღონისძიებების სცენარისტი და რეჟისორი
-
ლია სულუაშვილს განხორციელებული აქვს 20-ზე მეტი სპექტაკლი, მათ შორის აღსანიშნავია ფ.გ. ლორკას ,,ბერნანდა ალბას სახლი“, ბ.ბრეხტის ,,დედა კურაჟი და მისი შვილები“, ო. მამფორიას ,,იეთიმ გურჯი“, ლ. თაბუკაშვილის ,,ათვინიერებენ მიმინოს“, ო. ჩხეიძის ,,ქეთევანი“, მ. ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები“, ნ. დუმბაძის ,,მზიანი ღამე“ და ,,საბრალდებო დასკვნა“ - ერთობლივი ნამუშევარი. აგრეთვე საბავშვო სპექტაკლები ,,ნაცარქექია“, ,,კომბლე“, ,,სიზმარა“, ,,სამი გოჭი“, ,,რწყილი და ჭიანჭველა“, ,,დრაკონი“, ,,ახალი წლის მოლოდინში“, ,,წითელქუდა“, ,,ჩიპოლინო“, ,,მაკნატუნა“, ,,უფლისწული და მათხოვარი“ და სხვ.
კინოფილმებში შესრულებული როლები:
-
,,რაიკომის მდივანი“ - რეჟ. რეზო ჩხეიძე - განათლების განყოფილების გამგე.
-
,,მოძღვარი“ და ,,ორი შვილი“ - რეჟ. მანანა იმედაძე - მთავარი როლები.
-
,,ზოგი ჭირი მარგებელია“ - რეჟ. პავლე ჩარკვიანი - სალომეს როლზე.
-
,,მგელი“ - რეჟ. გოდერძი ჩოხელი - ქადაგის როლზე (ეს ფილმი არ დამთავრებულა)
-
,,აგვისტოს ხუთი დღე“ - რეჟ. რენე ჰარლინი. აშშ და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარი -მოხუცი ქალი.
-
ქართული ტელესერიალი ,,ხელოვნური სუნთქვა“ - მეზობელი. ,,ჩემი ცოლის დაქალები“ - სკოლის დირექტორი, რეჟ. გიორგი ლიფონავა.